ფეხბურთი

18:38 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილია ვინ იქნება "რეალის" ახალი 10 ნომერი

ლუკა მოდრიჩის წასვლის შემდეგ მადრიდის "რეალში" 10-ნომრიან მაისურს კილიან მბაპე აიღებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Chiringuito ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნომრის შეცვლა თავად მბაპეს სურვილი იყო, რომელსაც "რეალში" მოსვლის შემდეგ 7-ნომრიანი მაისური სურდა, თუმცა ის უკვე დაკავებული იყო.

გამოცემის თქმით, "სამეფო კლუბს" უკვე დაწყებული აქვს კილიან მბაპეს 10-ნომრიანი მაისურების დამზადება, რომელსაც გაყიდვაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოიტანენ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი "ლოს ბლანკოს" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს, ხორვატმა ფეხბურთელმა "რეალში" 13 წელი გაატარა, რა დროშიც ყველა შესაძლო ტურნირის მოგება შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16664