საბა საზონოვი „ემპოლის“ დატოვებს და „ტორინოში“ დაბრუნება მოუწევს, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის.
ქართველი მცველი „ემპოლის“ იჯარით სეზონის დასაწყისში შეუერთდა, რომელსაც მისი გამოსყიდვა 3.5 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ ტოსკანელები ამ უფლებას არ გამოიყენებენ.
საბამ მძიმე ტრავმა სექტემბერში მიიღო, როცა „ემპოლიში“ რამდენიმე დღის გადასულიყო და კლუბს ისე ტოვებს, რომ ერთხელაც არ უთამაშია.
„ტორინოშიც“ უცნობია საზონოვის მომავალი, რამდენად შედის ის კლუბის გეგმებში უცნობია. საბა 2023 წლიდან „ტორინოს“ რიგებშია და დღემდე 13 მატჩი ჩაატარა.