ფეხბურთი

22:56 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ალეგრის დაბრუნებას ცდილობს, შეთავაზების პირობები ცნობილია

მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა „მილანში“ დაბრუნდეს. როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, „როსონერის“ გამოცდილი სპეციალისტისთვის შეთავაზება მზად აქვს.

„მილანი“ ალეგრის ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, მესამე წლით განახლების ვარიანტით, სეზონში 5 მილიონი ევროს ხელფასით. ჯერჯერობით, ალეგრის პოზიცია უცნობია.

მაქსს „ნაპოლის“ და „ინტერს“ უკავშირებენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ლოდინი უწევს, რადგან ანტონიო კონტესა და სიმონე ინძაგის ბედი ჯერ არაა გარკვეული. შეიძლება ითქვას, სამივე ზემოხსენებული კლუბისთვის ალეგრი პირველი არჩევანია.

„მილანი“ კი, ცდილობს, სწორედ სიტუაციით ისარგებლოს და კონკურენტებს დაასწროს. მასიმილიანო ალეგრი „მილანში“ 2010-2014 წლებში მუშაობდა და გუნდს თითოჯერ სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოაგებინა.

ბოლოს ალეგრი „იუვენტუსში“ მუშაობდა, 2014-2019 და 2021-2024 წლებში. „მილანიდან“ წასვლის შემდეგ მას „იუვეს“ გარდა არსად უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.086717