სხვა

23:40 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძის 4 გოლი გერმანიის ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში გიორგი ცხოვრებაძის „გუმერსბახმა“ საკუთარ მოედანზე „გოპინგემი“ 41:25 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი ხელბურთელი თავის გუნდს 4 გოლით დაეხმარა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ცხოვრებაძეს მიმდინარე სეზონში 59 გოლი აქვს გატანილი.

„გუმერსბახი“ 36 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, „ლაიფციგთან“ 31 მაისს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093864