საფრანგეთის ლიგა 1-ში სეზონი შეაჯამეს და სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნეს, რომელიც ფანების მიერ მიცემული ხმებით შედგა.
რა თქმა უნდა, სეზონის სიმბოლურში პსჟ-ს დომინაციაა, რომლის 6 ფეხბურთელია 11-ეულში.
სიმბოლურში ქართველები ვერ მოხვდნენ - ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე, მიუხედავად იმისა, რომ კარგი სეზონი ჩაატარეს და ჯამში 24 გოლი გაიტანეს.
ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლური ასეთია:
მეკარე: ხერონიმო რული (მარსელი)
მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ვილიამ პაჩო (პსჟ), ლეონარდო ბალერდი (მარსელი), ნუნუ მენდეში (პსჟ)
ნახევარმცველები: რაიან შერკი (ლიონი), ვიტინია (პსჟ), ადრიენ რაბიო (მარსელი)
თავდამსხმელები: მეისონ გრინვუდი (მარსელი), უსმან დემბელე (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ)