ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ კონფერენს ლიგის ფინალში „ბეტისთან“ გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, შესანიშნავი სეზონი იყო, რადგან ახალგაზრდული გუნდით ყველა მიზანს მიაღწიეს.
„დიდი სიხარულია. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორემ ბევრად უკეთ ჩაიარა. შესანიშნავი სეზონი დასრულდა, ახალგაზრდული გუნდით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და ტიტულის მოგებაც შევძელით.
პირველ ნახევარში სირთულეებს ველოდი, 48 საათით ნაკლები გვქონდა დასასვენებლად მათთან შედარებით, კვირას 100 წუთი ვითამაშეთ მნიშვნელოვანი მიზნისთვის. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ მათზე მეტი უნდა გაგვეკეთებინა.
ჩემპიონთა ლიგისთვის მზად ვართ, რადგან სეზონი კარგად დავასრულეთ. ახლა 10 დღე გვაქვს დასასვენებლად, შემდეგ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წავალთ“, - აღნიშნა მარესკამ.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ „ბეტისი“ 4:1 დაამარცხა და ყველა ევროთასი აქვს მოგებული, რაც უნიკალური შედეგია.