ფეხბურთი

2:24 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ პელეგრინი: "იმედია, ასეთ სეზონს კიდევ ჩავატარებთ"

სევილიის „ბეტისის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კონფერენს ლიგის ფინალში „ჩელსისთან“ მარცხის (1:4) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ფინალიც მათთვის კარგი შედეგია:

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. პირველ ტაიმში „ჩელსის“ ვაჯობეთ, მეორე ტაიმში რიკარდო როდრიგესის გასვლით მარცხენა ფლანგზე გაგვიჭირდა და გოლებიც ამ ზონიდან გავუშვით. ვიმედოვნებ, ასეთ სეზონს კიდევ გავიმეორებთ, კონფერენს ლიგის ფინალში გავედით და შესანიშნავ გუნდთან წავაგეთ. იმედია, ეს საწყისი წერტილი იქნება, ჩვენთვის ეს დიდი მიღწევაა. ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ ვერ შევძელით, ენცო მარესკამ მოიგო, რომელიც ჩემი მეგობარია“, - თქვა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბეტისმა“ ევროტურნირის ფინალში თავის ისტორიაში პირველად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.102089