ფეხბურთი

10:26 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ კონფერენს ლიგის რეკორდი დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით

„ჩელსიმ“ კონფერენს ლიგის ახლახან დასრულებულ სეზონში 42 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა. უეფას ოფიციალური ვებ-საიტის ცნობით, ტურნირის ყველაზე შედეგიანი კლუბი მანამდე იყო „ფიორენტინა,“ რომელმაც 2022/2023 წლების გათამაშებაში 37 გოლი გაიტანა.

„ჩელსიმ“ 2024/2025 წლების კონფერენციის ლიგის ტურნირის ფინალურ მატჩში ბეტისი 4:1 დაამარცხა.

„ჩელსი“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა მოიგო.

„ჩელსი“ ასევე გახდა პირველი კლუბი, რომელმაც უეფას ხუთივე მთავარი საკლუბო ტურნირი მოიგო (ორჯერ ევროპის თასი/ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას თასი/ევროპის ლიგა, ორჯერ თასების მფლობელთა თასი, ორჯერ უეფას სუპერთასი და ახლა კონფერენს ლიგა).

თეგებიჩელსი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091546