ფეხბურთი

11:48 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინიმ ხელიდან გაუშვა შანსი, გამხდარიყო ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი, რომელმაც ევროპის თასი მოიგო

„ბეტისის“ მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის ჰქონდა შესაძლებლობა, გამხდარიყო ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი, რომელმაც ევროპის თასის ტურნირი მოიგო.

28 მაისს, ესპანური კლუბის სათავეში მყოფმა ჩილელმა სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო კონფერენს ლიგის ფინალში 71 წლისა და 254 დღის ასაკში, მაშინ როცა რეკორდული მაჩვენებელი 71 წელი და 231 დღეა - ამ ასაკში, რაიმონდ გუტალსმა, რომელიც „მარსელს“ ხელმძღვანელობდა, მოიგო 1992/1993 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094668