12:19 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესისა და სუარესის დუბლებით „ინტერ მაიამიმ“ MLS-ში „მონრეალთან“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

28-29 მაისის ღამეს, ფორტ ლოდერდეილში (აშშ, ფლორიდა) MLS-ის რეგულარული სეზონის მატჩSი „ინტერ მაიამიm“ და „კლებ დე ფუტ მონრეალს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

27-ე წუთზე, „ინტერ მაიამის“ არგენტინელმა კაპიტანმა ლიონელ მესიმ ანგარიში სერხიო ბუსკეტსის გადაცემით გახსნა. 68-ე და 71-ე წუთებზე ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა, პირველი გოლი მან მესის პასით გაიტანა. 73-ე წუთზე, დანტე სილიმ ერთი გოლი გაქვითა. 88-ზე ლიონელმა თავად შეასრულა დუბლი. 90+2 წუთზე სტუმარმა ვიქტორ ლოტურიმ საბოლოო ანგარიში დაადგინა - 4:2.

„ინტერ მაიამი“ 15 მატჩში 26 ქულით MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

0.164427