Marca-ს ცნობით, ხუთშაბათს, 29 მაისს, „ალ-ნასრი“ პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, რათა ოფიციალურად გამოაცხადოს კლუბში ყველა დონეზე განხორციელებული მრავალი ცვლილება.
ასევე გამოცხადდება თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესახებ, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ მიანიშნა წასვლაზე.
წყაროს ცნობით, 40 წლის პორტუგალიელს კარიერის გასაგრძელებლად სხვადასხვა ვარიანტი აქვს, მათ შორის საუდის არაბეთში დარჩენა „ალ-ჰილალში“ გადასვლით, რომელიც საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობს.
2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისთვის სპეციალური სატრანსფერო ფანჯარა ორშაბათს, 2 ივნისს გაიხსნება და სამშაბათს, 10 ივნისს დაიხურება.
2024/25 წლების სეზონში „ალ-ნასრმა“ 70 ქულა დააგროვა და საუდის არაბეთის ჩემპიონატის ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. რონალდუ 25 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
რონალდო „ალ ნასრში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. მან ყველა ტურნირზე 105 მატჩი ჩაატარა, 93 ბურთი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.