ფეხბურთი

14:49 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ვირტცის გადაბირების იმედს არ კარგავს

მადრიდის „რეალი“ ინარჩუნებს ინტერესს „ბაიერის“ ნახევარმცველის, ფლორიან ვირტცის მიმართ და იმედოვნებს, რომ მას დაიმატებს. AS-ის ცნობით, მადრიდული კლუბი ხვდება, რომ ამჟამად „ლივერპული“ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტია, მაგრამ არ კარგავს იმედს საკუთარი შანსების მიმართ.

„რეალში“ ვარაუდობენ, რომ ჩაბი ალონსოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს ვირტცთან მოლაპარაკებებში.

ამ სეზონში ვირტცმა ყველა ტურნირზე 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 ბურთი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093706
სარეკლამო ადგილი - 99
X x X