თამაშგარე

17:45 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა არ იცვლება

წლების მატებამ და სპორტული ცხოვრების რეჟიმიდან ამოვარდნა თავის მსახვრალ ხელს ისეთ დიდებულ ასულებსაც კი ატყობს, რომლებიც მათი სილამაზით უწინ თვალს გვჭრიდნენ. რას ვიზამთ, ასეთია კაცთა მიდგმა. ზოგი ბერდება, ზოგი სუქდება და ზოგი კი წლების მატებასთან ერთად ხრუშჩოვის ცოლს, დეიდა ნინას ემსგავსება.

ვისაც ჯერჯერობით სპორტული კარიერის დასრულების თანმდევი სივაგლახეები არ სჭირს, რუსი მეჩოგნე მარია შარაპოვაა, რომელიც რამდენიმე ფერადყდიან ჟურნალთან კვლავინდებურად თანამშრომლობს და ახლადგადაღებულ ფოტოებზე არაფერი ეტყობა 38 წლის რომაა და მთელი ცხოვრება ოფლისღვრის და ჩოგნის განივად ქნევის მეტი რომ არაფერი უკეთებია.

ამჟამად ლონდონში მცხოვრები მარია თავისი კვლავინდელი სილამაზით რასაკვირველია ამაყობს და ჟურნალისტებთან საუბარში არ მალავს, რომ სილამაზის შენარჩუნების გარკვეული ქალური საიდუმლოებები გააჩნია, რომელსაც მხოლოდ მეგობრებს უზიარებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17171
სარეკლამო ადგილი - 99
X x X