„გრანადას“ ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგა 2-ის 41-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველმა შემტევმა გასულ ტურში „კასტელონთან“ გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:1).
გიორგი წიტაიშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„გრანადა“ 65 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ბოლო ტურში სტუმრად „რასინგს“ შეხვდება, რომელსაც 3 ქულით ჩამორჩება. წიტაიშვილის გუნდი ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის, რაც ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.