მამადუ სახომ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ვეტერანმა მცველმა ქართულ კლუბში ბოლო მატჩი „გარეჯთან“ ჩაატარა და შემდეგ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.
„ტორპედოში” მოსვლისას მსურდა მესაუბრა გუნდთან, გამეზიარებინა გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახი საქართველოში იყო, შვილები სკოლაში აქ დადიოდნენ. მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვუსურვო კლუბს, გუნდელებს. მადლობა ფანებს, მადლობა კლუბს ყველაფრისთვის. დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ. იმ დღეს, როცა “ტორპედო” ქვეყნის ჩემპიონი გახდება, აუცილებლად ჩამოვალ და აქ ვიქნები“, - თქვა ფრანგმა მცველმა, რომელსაც „მონპელიეში“, პსჟ-ში, „კრისტალ პალასსა“ და „ლივერპულში“ აქვს ნათამაშები.
მამადუ სახომ „ტორპედოში“ 2024 წლიდან 19 მატჩი ჩაატარა.