ფეხბურთი

20:21 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო იერო: "რონალდუსთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ"

„ალ-ნასრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფერნანდო იერომ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რონალდუმ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში მესიჯი გაავრცელა, რომლისგანაც აშკარად იკითხებოდა, რომ არაბულ კლუბს ტოვებდა, მაგრამ „ალ-ნასრში“ მისი დარჩენის იმედი აქვთ.

„ის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფენომენია, ლიგას ზრდაში დაეხმარა. მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვკონტაქტობთ და ვიმედოვნებთ, რომ ის ჩვენთან დარჩება. ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს კვლავ ვაწარმოებთ. იმედია, გახანგრძლივებაზე გამოსავალს ვიპოვით“, - თქვა იერომ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ 2023 წლიდან „ალ-ნასრის“ რიგებში 111 მატჩში 99 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096707