ფეხბურთი

20:55 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" ჯან პიერო გასპერინი ჩაიბარებს

„რომა“ ძალიან ახლოსაა ჯან პიერო გასპერინის დანიშვნასთან. იტალიური მედიის ცნობით, ბოლო და ფორმალური დეტალები დარჩა მოსაგვარებელი.

გასპერინი „რომასთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

67 წლის სპეციალსიტი „ატალანტას“ ტოვებს, სადაც 8 წლის განმავლობაში მუშაობდა და კლუბისთვის საოცარი შედეგები აჩვენა: ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, სამჯერ იტალიის თასის ფინალი, რამდენჯერმე ახლოს სკუდეტოს მოგებასთან და ევროპა ლიგის ტიტული.

თუმცა, „ატალანტამ“ ვერ შეძლო გასპერინის კიდევ ერთხელ შენარჩუნება. ბერგამოელები მის შემცვლელს ეძებენ და ორი ფავორიტი არსებობს: სტეფანო პიოლი და მაურიციო სარი.

გასპერინი კი, „რომაში“ კლაუდიო რანიერის შეცვლის, რომელიც თავის მხრივ, კლუბის მენეჯმენტში გააგრძელებს მუშაობას.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092123