ფეხბურთი

21:30 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისმა მიზანს მიაღწია: კონტე "ნაპოლიში" რჩება

„ნაპოლი“ ანტონიო კონტეს შენარჩუნებასთან ახლოსაა. ორდღიანმა მოლაპარაკებებმა, სავარაუდოდ, შედეგი გამოიღო და აურელიო დე ლაურენტისმა გამოცდილი სპეციალისტი დარჩენაში დაარწმუნა.

კონტეს „იუვენტუსი“ ეპატიჟება, სადაც დაბრუნების იდეა სპეციალისტს ძალიან მოსწონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლო მომენტში გადაიფიქრა. თუ სამი დღის წინ „ნაპოლიდან“ კონტეს წასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, ახლა ყველაფერი საპირისპიროდაა.

დე ლაურენტისი კონტეს ზაფხულში გუნდის გაძლიერებას და მაღალი დონის ფეხბურთელების შეძენას დაპირდა. მუშაობა უკვე დაწყებულია, რადგან „ნაპოლიში“ გადაწყვეტილია კევინ დე ბრუინის გადასვლა, ასევე, იტალიელები ახლოს არიან ჯონათან დევიდის გაფორმებასთან. საინტერესოა, რომ ორივე ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია, თუმცა ძალიან მაღალი კლასის. გარდა ამისა, „ნაპოლი“ 200 მილიონ ევრომდე დახარჯავს ბაზარზე. კონტემაც ამის შემდეგ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია მალე ოფიციალურად დადასტურდება.

„ნაპოლის“ კონტეს წასვლის შემთხვევაში მასიმილიანო ალეგრისთან ჰქონდა შეთანხმება, მაგრამ ალეგრი „მილანში“ მუშაობას დათანხმდა, რაც მიანიშნებს, რომ „ნაპოლი“ მწვრთნელს არ შეიცვლის.

თავის მხრივ, „იუვენტუსში“ კრიზისული ვითარებაა, კონტე მათთვის ერთადერთი ვარიანტი იყო, რომლის ჩავარდნას როგორც ჩანს, სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი შეეწირება, რომელსაც „იუვე“ პოსტიდან გათავისუფლებას უპირებს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ ისტორიაში მეოთხე სკუდეტო მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090138