ფეხბურთი

22:03 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალი" ზაფხულის პაუზაზე ზედიზედ მეორე მოგებით გავიდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „თელავი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში პირველივე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა, რასაც მასპინძლებმა მალევე ნიკა ცეცხლაძის გოლით უპასუხეს, თუმცა ტაიმის მიწურულს ფანცულაიამ დუბლი შეასრულა და ისევ იმერლები დააწინაურა. მეორე ნახევარში წყალტუბოელებმა ვინისიუსის გოლით სხვაობა გააორმაგეს და ანგარიში 3:1 გახდა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

„სამგურალი“ 18 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში „კოლხეთს შეხვდება, თუმცა მანამდე ზაფხულის პაუზაა. „თელავმა“ სეზონის პირველი ნახევარი 12 ქულით ბოლო, მეათე ადგილზე დაასრულა, მომდევნო ტურში „იბერიას“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170729