ფეხბურთი

23:04 | 29.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში ზაფხულის პაუზა დაიწყო: "დინამო ბათუმმა" "კოლხეთი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტური და მეორე წრე „დინამო ბათუმისა“ და „კოლხეთის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

სტუმრები მეექვსე წუთზე აკაკი გიუნაშვილის გაძევების გამო მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რამაც ფოთელთა ამოცანა გაართულა.

პირველი ტაიმის მიწურულს გიტის პაულაუსკასმა ანგარიში გახსნა და „დინამო ბათუმი“ დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე მოჰამედ ფოფანამ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო ბათუმი“ 30 ქულით მესამეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 13 ქულით მეცხრეა და „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

ეროვნულ ლიგაში ორთვიანი პაუზა დაიწყო, სეზონი 2 აგვისტოს განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094167
სარეკლამო ადგილი - 99
X x X