„მილანიდან“ მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო დაითხოვეს, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
კონსეისაო „მილანს“ იანვრიდან ავარჯიშებდა და გუნდს იტალიის სუპერთასი მოაგებინა, გარდა ამისა, თასის ფინალში გაიყვანა, სადაც „როსონერი“ „ბოლონიასთან“ დამარცხდა. ამას დაერთო სერია A-ში მხოლოდ მერვე ადგილი და ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფში „ფეიენოორდთან“ წაგება.
კონსეისაოს მასიმილიანო ალეგრი შეცვლის, ინფორმაცია მალე დადასტურდება. ალეგრი „მილანში“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.