ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და კარიერას „როსარიო სენტრალში“ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
დი მარია „როსარიოს“ 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. სწორედ იქ დაიწყო ანხელის კარიერა, სადაც 2005-2007 წლებში 39 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
შემდეგ დი მარიას ბრწყინვალე ევროპული კარიერა დაიწყო, რომელიც „ბენფიკას“, „რეალს“, „მანჩესტერს“, პსჟ-ს და ისევ „ბენფიკას" მოიცავდა.
37 წლის ფეხბურთელი კარიერის ბოლოს იქ გაატარებს, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.