ფეხბურთი

1:28 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მეცი" ლიგა 1-ში დაბრუნდა

„მეცი“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლიგა 1-ში დაბრუნდა. ერთი წლის წინ გიორგი მიქაუტაძის ყოფილი გუნდი პლეი-აუტში „სენტ ეტიენთან“ დამარცხდა, ახლა კი, თავად მოიგო პლეი-აუტი „რეიმსის“ წინააღმდეგ.

პირველი მატჩი მეცში 1:1 დასრულდა, ხოლო რეიმსში იგივე ანგარიში დაფიქსირდა 90 წუთის შემდეგ. „რეიმსი“ 57-ე წუთზე დაწინაურდა და უპირატესობას ფლობდა, მეორე გოლთანაც ახლოს იყო, მაგრამ 78-ე წუთზე „მეცის“ კაპიტანმა უდოლმა გაათანაბრა. ეს იყო სტუმართა პირველი დარტყა კარში და გოლით დასრულდა.

დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც „მეცი“ უკვე მეტოქეზე უკეთესი იყო და ტურესა და გოტიეს გოლებით 3:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 4:2 გაიმარჯვა და მომდევნო სეზონს ლიგა 1-ში გაატარებს.

„რეიმსი“ კი, გავარდა. არადა, ლიგა 1-ში გასავარდნ ზონაში მთელი სეზონის განმავლობაში წამით არ ყოფილა, მხოლოდ ბოლო ტურში, ბოლო წუთზე „ლე ავრის“ გოლით ჩამოვიდა პლეი-აუტის ზონაში და „მეცთან“ ჭიდილი მოუწია, რაც მარცხით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ „რეიმსმა“ ლიგა 1-ში სეზონში ორიდან არცერთი მატჩი წააგო „პარი სენ-ჟერმენთან“! პარალელურად საფრანგეთის თასის ფინალშიც ითამაშა, სადაც უკვე პსჟ-ს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. ნებისმიერ შემთხვევაში, „რეიმსის“ გავარდნა, მოულოდნელობაა.

0.087828