ფეხბურთი

9:29 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "კონტე გარანტიაა, მას "ნაპოლის" გასაძლიერებლად ყველაფერში მხარს დავუჭერ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს შენარჩუნების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, კონტე გარანტიაა და მას ყველაფერში დაუჭერს მხარს, რა იდეაც გუნდის გასაძლიერებლად ექნება.

„მნიშვნელოვანი სეზონი გველოდება, იტალიის თასზე, ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიის სუპერთასზე ვითამაშებთ და სკუდეტოს შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ. კონტე გარანტიაა, მას ყველაფერში დავუჭერ მხარს, რაც „ნაპოლის“ გასაძლიერებლად და საუკეთესო შედეგის მისაღწევად ენდომება. ახლა ბავშვებმაც გაიგეს, რომ „ნაპოლი“ გამარჯვებული რეალობაა“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტე „ნაპოლის“ დატოვებას და „იუვენტუსში“ დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ დე ლაურენტისთან ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ აზრი შეიცვალა - კლუბში დარჩა. დე ლაურენტისი კონტეს შემადგენლობის გაძლიერებას და სატრანსფერო ბაზრისთვის 150 მილიონი ევროს გამოყოფას დაჰპირდა, გარდა ამისა, ხელფასიც გაუზარდა, რის შემდგომაც, რაც გადამწყვეტი ფაქტორები გამოდგა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.073198