ფეხბურთი

11:15 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ერთად მუშაობას ვაგრძელებთ, რადგან სერიოზული ადამიანები ვართ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბში დარჩენის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მსგავსი დისკუსიები მწვრთნელებსა და კლუბებს შორის ყოველი სეზონის შემდეგ არსებობს.

„ყოველი სეზონის ბოლოს მწვრთნელსა და კლუბს შორის ყოველთვის მიმდინარეობს დისკუსიები, რათა შევაფასოთ სეზონი და გავიგოთ იქნება თუ არა, იგივე ხედვა მომავლისთვის, გამარჯვებების მისაღწევად. ხედვა იგივეა, ვაგრძელებთ, რადგან სერიოზული ადამიანები ვართ. ვესაუბრეთ ერთმანეთს, შევაფასეთ სეზონი, დადებითი და უარყოფითი მხარეები. სკუდეტოს ზეიმი წარმოუდგენელი და ლამაზი იყო. არსებობს სურვილი, რომ გავაგრძელოთ „ნაპოლისთვის“ მყარი საფუძვლის შექმნა, იმავე მიმართულებით“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტე „ნაპოლის“ დატოვებას და „იუვენტუსში“ დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ დე ლაურენტისთან ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ აზრი შეიცვალა - კლუბში დარჩა. დე ლაურენტისი კონტეს შემადგენლობის გაძლიერებას და სატრანსფერო ბაზრისთვის 150 მილიონი ევროს გამოყოფას დაჰპირდა, გარდა ამისა, ხელფასიც გაუზარდა, რის შემდგომაც, რაც გადამწყვეტი ფაქტორები გამოდგა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.082892