ფეხბურთი

11:55 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" კევინ დე ბრუინის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა

„ნაპოლი“ ძალიან ახლოსაა კევინ დე ბრუინის გადაბირებასთან. ინფორმაცია იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ დაადასტურა.

„დე ბრუინის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს ვართ, ნამდვილად ახლოს ვართ“, - აღნიშნა მოკლედ მანამ.

დე ბრუინს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ამოეწურა და „ნაპოლის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მან სამედიცინო შემოწმება უახლოეს დღეებში უნდა გაიაროს.

ბელგიელი ფეხბურთელი „ნაპოლისთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის განმავლობაში 27 მილიონ ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097001