ფეხბურთი

10:39 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის შემდეგ ანხელ დი მარია მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

37 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარიან 18 წლის შემდეგ მშობლიურ კლუბ "როსარიო ცენტრალში" დაბრუნდა, ამის შესახებ ინფორმაცია არგენტინული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

"ჩვენ ერთად ისტორიას მეტი გვერდი გვაქვს დასაწერი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში" - ნათქვამია "როსარიოს" განცხადებაში.

დი მარიამ "როსარიოში" კარიერა 2025 წელს დაიწყო და არგენტინულ კლუბში ორი სეზონი გაატარა, შემდეგ იყო "ბენფიკა", "რეალი", "მანჩესტერი", "პარი სენ-ჟერმენი", "იუვენტუსი" და ბოლოს ისევ "ბენფიკა".

ცნობისთვის, ანხელ დი მარია გასულ ზაფხულსაც გეგმავდა მშობლიურ კლუბში დაბრუნებას, თუმცა რეგიონში ნარკომანიასთან დაკავშირებული ძალადობის გაძლიერებამ და მის და მის ოჯახზე არაერთმა მუქარამ მისი გეგმები შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.10027