UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი მომდევნო ჩხუბს აბუ-დაბიში გამართავს და მისი მოწინააღმდეგე მარკუს მაკჰი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.
ბრძოლა 26 ივლისს გაიმართება და თუ ამერიკელი მებრძოლი პიოტრ იანს დაამარცხებს, შესაძლებლობა აქვს რეიტინგში მე-13 ადგილიდან მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლოს. მაკგის 2023 წლიდან UFC-ში 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ოთხივე მათგანში იმარჯვა. რაც შეეხება, პიოტრ იანს, მას 18 მოგება და 5 მარცხია.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ პიოტრ იანს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა და მებრძოლებს შორის სიტყვიერი შეთანხმებაც დადებული იყო.