ფეხბურთი

13:50 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

უსმან დემბელე: "მნიშვნელოვანი ლიგის მოგებაა და არა ინდივიდუალური ჯილდოები"

"პარი სენ-ჟერმენის" ფრანგმა შემტევმა უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კომენტარი "ინტერთან" მატჩზე და ოქროს ბურთზე გააკეთა.

ფრანგი ფეხბურთელის თქმით, მნიშვნელოვანი ლიგის ფინალის მოგებაა და არა ინდივიდუალური ჯილდოების.

"რატომღაც ყველა ოქროს ბურთზე მისვამს კითხვებს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ლიგის მოგებაა და არა ინდივიდუალური ჯილდოები. ახლა სრული კონცენტრაცია "ინტერთან" თამაშზე უნდა მოვახდინოთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობა საოცარი რამაა, აქ თამაშზე ყველა ჩვენგანი ბავშვობაში ვოცნებობდით, იმედი მაქვს მოვიგებთ და ოცნებებს ავიხდენთ, ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება, რადგან რთული მოწინააღმდეგე გვყავს, რომელთან თამაში ძალიან რთულია."

"გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ჩვენ მშივრები ვართ და გვსურს პსჟ-ს ისტორია დავწეროთ. კლუბში მაღალი კონკურენცია უფრო უკეთესებს გვხდის, ვცდილობთ გუნდურად ვითამაშოთ, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ვფიქრობ გვაქვს ისეთი მენტალიტეტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაგვეხმარება." - განაცხადა დემბელემ.

უსმან დემბელემ 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 48 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 33 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვალ, 31 მაისს საქართველოს დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

0.099943