ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი "რეალის" ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაცია "ბლანკოსის" გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ტრენტი "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა, როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელი ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.
ცნობისთვის, არნოლდი "ლივერპულის" აღზრდილია და ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობდა. მან 2024-2025 წლების სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და 4 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.