ფეხბურთი

15:55 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გაგნიძე თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

"კოლოსი კოვალივკას" ქართველი ფეხბურთელი ნიკა გაგნიძე მაისის თვეში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 24 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივართა გამოკითხვაში ყველაზე მეტი, 44%-ი მიიღო.

გაგნიძემ მაისის თვეში უკრაინული კლუბის მაისურით 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და "კარპატი ლვოვის" კარში გამარჯვების გამტანი გოლიც გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი ასევე 29-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.

ცნობისთვის, გაგნიძე "კოლოსის" რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა, მან 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაა.

აქვე გეტყვით, რომ ნიკა გაგნიძე პირველად არის გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში და ივნისში გასამართი ამხანაგურ მატჩებში (ფარერები, კაპო ვერდე) დებიუტის საშუალება ექნება.

0.098295