ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დასრულდა, რომელიც ლიგის ხელმძღვანელობამ შეაჯამა და მეორე წრის სიმბოლური შეადგინა.
მეკარე: კლიაიჩი (ტორპედო)
მცველები: აგიაკვა (იბერია), გელაშვილი (იბერია), ჯგერენაია (იბერია), ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ნახევარმცველები: ბედოშვილი (გარეჯი), ფარულავა (დილა), კონტე (დილა), მამაგეიშვილი (იბერია), აბუაშვილი (კოლხეთი)
თავდამსხმელი: იონსენი (ტორპედო)
მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად „იბერიას“ თავკაცი ლევან კორღალიძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად "ტორპედოს" ფორვარდი - ბიორნ იონსენი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსე ეროვნულ ლიგაში ორთვიანი პაუზა დაიწყო და სეზონი 2 აგვისტოს განახლდება. სატურნირო ცხრილს „იბერია“ ლიდერობს, რომელიც „დილას“ 6 ქულით უსწრებს.