ფეხბურთი

1:07 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ანდორა დაამარცხა

უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ანდორა დაამარცხა. ესტადიო ენკამპზე ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვების დასრულდა - 1:2.

ირის ანტმანის გუნდმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. ლიზი მწყერაშვილის პასით გოლი თინათინ ამბალიამ გაიტანა. მასპინძლებმა ანგარიში 5 წუთში გაათანაბრეს, თუმცა 28-ე წუთზე, ლიზი მწყერაშვილის საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა.

52-ე წუთზე, ნინო პასიკაშვილის გაძევების შემდეგ, ჩვენი გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა. ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოპოვებული მეორე გამარჯვებით ქალთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ანდორასთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა კესო მეტონიძემ, რომელიც თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო.

ჯგუფის მეორე მატჩში ლიდერმა მალტამ საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს, კვიპროსს 1:0 სძლია. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი კვიპროსის წინააღმდეგ 3 ივნისს ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09714