ვეტერანმა ფეხბურთელმა და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა მწვრთნელმა ლუის ფერნანდესმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ხვიჩა კარგად იცნობს „ინტერს“ და ყველაფერს გააკეთებს მეტოქის დაცვის დესტაბილიზაციისთვის:
„ის გუნდურ თამაშშიც გვაჩვენებს თავის თვისებებს. სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება, შესაძლოა, თავიდან ცოტა რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ახლა სრულიად თავისუფალია, თავისუფლად თამაშობს.
ის იცნობს „ინტერს“, „ნაპოლიში“ თამაშობდა და კარგად იცნობს „ინტერის“ ფეხბურთელებს, სწორედ ამიტომ, თუ სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ექნება ძალიან დიდი მოტივაცია, რომ მთელი თავისი სიგიჟე გამოავლინოს ამ დაცვის დესტაბილიზაციისთვის, დრიბლინგებით, პასებით და იმ ხარისხით, რაც აქვს“, - თქვა ფერნანდესმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.