„მილანი“ შესაძლოა ტეო ერნანდესმა დატოვოს. ფრანგი ფეხბურთელი, როგორც ჩანს, „როსონერის“ გეგმებში არ შედის.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, 27 წლის მცველის შეძენა „ალ-ჰილალს“ სურს, რომელიც მზადაა შესაბამისი შეთავაზება გაუკეთოს, როგორც ფეხბურთელს, ისე კლუბს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
ტეო ერნანდესი „მილანმა“ მადრიდის „რეალიდან“ 2019 წლიდან შეიძინა და მას შემდეგ 262 მატჩში 34 გოლი გაიტანა.