საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმში“ სათამაშო ნომერი შეიცვალა.
თუ გასული სეზონის მეორე ნაწილი მან გერმანულ გუნდში 12 ნომრით გაატარა, ამიერიდან 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 11 ბუდუს საყვარელი ნომერია, მაგრამ იანვარში მისი აღება არ შეეძლო.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მომავალ სეზონში ისევ ელიტაში ითამაშებს.