ფეხბურთი

14:40 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგას დონარუმა მოიგებს"

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ სურს ჩემპიონთა ლიგა ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგოს. ჯიჯის აზრით, მისი თანამემამულე ამ ტიტულს იმსახურებს.

„იმედი მაქვს, დონარუმა შეძლებს ამ თასის მოგება, საოცარი სეზონი ჰქონდა, დიდი უპირატესობით მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. პსჟ ფინალში რომ გავიდა, დიდი დამსახურება მისია. ჯიჯო იმსახურებს ამ ოცნების ასრულებას და პსჟ-ც, მაგრამ ფრთხილად უნდა იყვნენ, „ინტერსაც“ აქვს გამარჯვების 50% შანსი, რომელსაც ასევე ძალიან მაღალი დონის მეკარე ჰყავს, ზომერი, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა”, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167887