ფეხბურთი

15:12 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" მწვრთნელად ჯონ ჰეიტინგა დაინიშნა

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად ჯონ ჰეიტინგა დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ჰეიტინგა გასულ სეზონში „ლივერპულში“ არნე სლოტის შტაბში მუშაობდა, ახლა კი, დამოუკიდებლად ეცდება კარიერის გაგრძელებას. ნიდერლანდელმა ფრანჩესკო ფარიოლი შეცვალა, რომელმაც პოსტი ერედივიზიონის ჩემპიონის ტიტულის დაკარგვის შემდეგ დატოვა.

41 წლის ჯონ ჰეიტინგა „აიაქსში“ 2001-2008 და 2015-2016 წლებში თამაშობდა, შესაბამისად კლუბს კარგად იცნობს, შემდეგ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა მწვრთნელად, ხოლო 2023 წელს, დროებითი მთავარი მწვრთნელის როლსაც ასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090031