ფეხბურთი

15:56 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ახალგაზრდული გუნდი გვყავს, სეზონის წინ ფინალში გასვლა მიზანი არ იყო"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა განაცხადა, რომ მას ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, ამიტომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა სეზონის წინ მიზანი არ ყოფილა.

თუმცა, ახლა, როცა პსჟ ფინალშია, რა თქმა უნდა, ლუის ენრიკეს გუნდის მიზანი თასის მოპოვებაა.

„ფინალზე არ ვფიქრობდით, უბრალოდ გვინდოდა ფაზის ეტაპის გადალახვა და პლეი-ოფში თამაში, ეს იყო ჩვენი მიზანი. შემდეგ თამაშიდან თამაშამდე მივდიოდით, ფინალი ჩვენი მიზანი არ იყო, მაგრამ ახლა აქ ვართ, ფინალში, ერთი მატჩი დაგვრჩა. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც გუნდისთვის იბრძოდნენ, შედეგად, ახლა აქ ვართ და გამარჯვებას ვეცდებით“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედაა. დღევანდელი მატჩი 23:00 საათზე გაიმართება.

0.09714