ფეხბურთი

16:29 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი და "ნაპოლი" გადაწყდა

„მანჩესტერ სიტიდან“ „ნაპოლიში“ კევინ დე ბრუინის გადასვლა გადაწყდა. ბელგიელი, რომელიც სულ მალე თავისუფალი აგენტი გახდება, იტალიურ კლუბს უფასოდ შეუერთდება.

ბელგიელი ფეხბურთელი „ნაპოლისთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის განმავლობაში 27 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ფაბირიციო რომანო და სხვა გავლენიანი ჟურნალისტები იტყობინებიან, უახლოეს დღეებში მხარეები დოკუმენტებს გაცვლიან, შემდეგ კევინი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

ამრიგად, 33 წლის ბელგიელი ვარსკვლავი სერია A-ში ითამაშებს და იტალიის ჩემპიონის ღირსებას დაიცავს.

კევინ დე ბრუინს აქამდე „გენკში“, „“ჩელსიში“, „ვერდერში“, „ვოლფსბურგსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია. ინგლისურ კლუბში მან 2015-2025 წლებში 422 მატჩში 108 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.177547