საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი დღეს თბილისში შეიკრიბა, სადაც უახლოესი შეხვედრებისთვის მოემზადება.
საქართველოს ნაკრები მოახლოებულ სპარინგებს გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარებს, განაცხადში გუნდის წამყვანი ფეხბურთელები პრაქტიკულად არ არიან.
პირველი დღის საწვრთნელ პროცესში 18 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ივა გელაშვილი, გურამ გიორბელიძე, საბა ხარებაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი ზარია, ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე, გიორგი გაგუა, გიორგი ქვილითაია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა)
მცველები: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი)
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი)
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, თბილისში, "დინამო არენაზე" ფარერების ნაკრებს, ხოლო 8 ივნისს, ქუთაისში, კაბო-ვერდეს გაეჯიბრება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.