მილანის „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ იტალიური კლუბი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ორი წლის წინ, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო.
სნეიდერი ასევე დარწმუნებულია, რომ 2023 წლის „მანჩესტერ სიტი“ ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელი პსჟ:
„ამ ფინალში აშკარა ფავორიტი არ არსებობს, პსჟ ნაკლებად დომინანტია, ვიდრე 2023 წელს „მანჩესტერ სიტი“ იყო. გარდა ამისა, „ინტერი“ განსხვავებულია, ვიდრე ადრე: უფრო დიდია, უფრო ძლიერი და თავდაჯერებული. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდმა გრძელი გზა გაიარა და ახლა გამარჯვებისთვის მზადაა. ორი წლის წინ ფინალში მარცხმაც ხელი შეუწყო გუნდის სრულყოფილებას. დარწმუნებული ვარ, „ინტერი“ მოტივირებული იქნება, რომ დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს სკუდეტოს დაკარგვაზე. ნამდვილად მჯერა ამ გუნდის და სიმონე ინძაგის, ვიმედოვნებთ, რომ ეს დღე დიდხანს გვემახსოვრება“, - თქვა სნეიდერმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ინტერის“ მატჩი დღეს, 23:00 საათზე გაიმართება.