ფეხბურთი

19:07 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯან პიერო გასპერინიმ "ატალანტა" დატოვა

ჯან პიერო გასპერინიმ ბერგამოს „ატალანტა“ დატოვა. იტალიელი სპეციალისტი კლუბს უკვე დაემშვიდობა და თქვა, რომ ახალი სტიმული სჭირდებოდა.

„ატალანტასთან“ ისტორიის დასრულება მხოლოდ მე გადავწყვიტე. მივხვდი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის დრო იყო. ნუ ვისაუბრებთ დამშვიდობებაზე, ეს არ მომწონს, უბრალოდ, ახალი სტიმული მჭირდებოდა“, - თქვა გასპერინიმ.

„ატალანტას“ გამოცდილი სპეციალისტი 2016 წლიდან ედგა სათავეში და ბერგამოელთა ისტორიაში საუკეთესო პერიოდის შემოქმედია. „ატალანტა“ მან ხუთჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც საუკეთესო შედეგი 2020 წელს აჩვენა (მეოთხედფინალი), სამჯერ იტალიის თასის ფინალში ათამაშა გუნდი (ორჯერ „იუვენტუსთან“ და ერთხელ „ლაციოსთან“ მარცხი), ხოლო შარშან ევროპა ლიგა მოაგებინა.

ჯან პიერო გასპერინი „რომასთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, 67 წლის სპეციალისტი „ჯალოროსიში“ მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171918