ფეხბურთი

20:03 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ახლა მათი ჯერია“. გარი ლინეკერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამარჯვებულის ვინაობა იწინასწარმეტყველა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა გარი ლინეკერმა თავისი მოსაზრება გააზიარა იმის შესახებ, თუ რომელი გუნდი მოიგებს 2024/2025 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს.

დღეს, 31 მაისს, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ინტერი“თასისთვის მიუნხენში ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

„ვფიქრობ, პსჟ-ს 2:0 მოუგებს. ახლა მათი ჯერია, ამას მუდმივად ვამბობ. სწორედ ამიტომ ვუჭერდი მხარს „კრისტალ პალასს“ ასოციაციის თასის მოსაგებად და მას შემდეგ, რაც „ნიუკასლმა“ და „ტოტენჰემმა“ 17 წლის შემდეგ პირველად მოიგეს თასი, მგონია, რომ ეს სეზონი ასეთია.

პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია, მათი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იყო - იტალიელი, რომელიც იტალიური გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა. ამ ტურნირზე მისი ამდენი თამაში ვნახეთ, ასე რომ, მაშინაც კი, თუ ინტერი პსჟ-ს დაცვას გაარღვევს, მათ მაინც მოუწევთ კიდევ ერთი მაღალი რანგის მოთამაშის ჯობნა!“ - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Mirror.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095768