„ინტერის“ ყოფილი მფლობელი და პრეზიდენტი ერნესტო პელეგრინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, მილანური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან ფინალურ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, იუწყება La Gazzetta dello Sport.
როგორც წყარო აღნიშნავს, „ინტერის“ ფეხბურთელები პარიზელებთან თამაშისას სამგლოვიარო სამკლავურებს პელეგრინის ხსოვნის პატივსაცემად მოირგებენ.
იტალიელმა ბიზნესმენმა „ინტერი“ 1984 წელს შეიძინა და 11 წლის განმავლობაში ფლობდა მას. მისი მმართველობის დროს გუნდმა იტალიის ჩემპიონატი და ორჯერ მოიგო უეფას თასი (ახლანდელი ევროპა ლიგა).
ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ინტერსა და პსჟ-ს შორის შაბათს, 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.