ბოსნიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „სარაევომ“ სტუმრად „პოსუსიე“ 2:1 დაამარცხა, გიორგი გულიაშვილმა სეზონი საგოლე პასით დაასრულა.
გიორგიმ 44-ე წუთზე ჩაიწერა აქტივში ასისტი, როცა გოლი ანეს კრძალიჩმა გაიტანა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, ხოლო შეხვედრის მიწურულს სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. გულიაშვილი 91-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვასილიოს გორდეზიანი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.
გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატის სეზონი 26 მატჩში 16 გოლით და 5 საგოლე პასით დაასრულა. გარდა ამისა, მან 4 გოლი ბოსნიის თასზე გაიტანა, რომელიც „სარაევომ“ მოიგო, ხოლო 1 გოლი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიითვალა.
„სარაევო“ 65 ქულით მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო გულიაშვილმა 16 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიცია დაიკავა, სამი გოლით ჩამორჩა ლიდერს. ტრავმის გამო მას თითქმის ორი თვე გაუცდა, თორემ დიდი შანსი იყო ბომბარდირი გამხდარიყო. სამაგიეროდ, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გიორგი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, რომელსაც შეკრებაზე შეუერთდება.