საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერ პირესმა ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა პსჟ-ს ამჟამინდელ შემადგენლობაზე „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც დღეს, 31 მაისს, გაიმართება მიუნხენში და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„გახსოვთ „გალაქტიკოსები“ „რეალ მადრიდში“? მე მათ წინააღმდეგ ვითამაშე და წააგეს. თუმცა რა სახელები... მაგრამ საქმე სახელებში კი არა, გუნდშია. ფეხბურთი გუნდზეა დამოკიდებული. შეკრიბე კარგი გუნდი და გამარჯვებებიც იქნება. თუ გინდა თასი ასწიო, უნდა შეუტიო, თავი დაიცვა და ყველაფერი ერთად დააბალანსო. ეს პსჟ 100%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე კლუბი მესით, ნეიმარით და მბაპეთი“, - ციტირებს პირესის სიტყვებს L’equipe.