კალათბურთი

22:51 | 31.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაშით "ვირტუსი" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ოლიმპია მილანო“ დაძაბულ ბრძოლაში, 68:67 დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, სტუმრები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლო წამებზე ბოლონიელებმა შეძლეს წინ გასვლა და საბოლოოდ, ერთი ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

თორნიკე შენგელია, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა, მოედანზე საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთში 18 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. თორნიკემ 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსი“ დაწინაურდა, სერიის მეორე მატჩი კი, 2 ივნისს, ისევ ბოლონიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09451