ფეხბურთი

1:20 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დუემ პსჟ - „ინტერის“ ფინალში ჩემპიონთა ლიგის უნიკალური მიღწევა დაამყარა

პსჟ-ს 19 წლის გარემარბმა დეზირე დუემ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველ ტაიმში „ინტერის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

Opta Sports Telegram არხის ცნობით, დეზირე დუე 19 წლისა და 362 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის თასის მთავარი ტურნირის ფინალში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა

მე-12 წუთზე დუემ ეფექტური საგოლე გადაცემა გაუკეთა პსჟ-ს მცველ აშრაფ ჰაკიმის. მე-20 წუთზე ფლანგელმა საკუთარი ძალებით გაიტანა გოლი.

მეორე ტაიმში დეზირემ 63-ე წუთზეც კიდევ ერთი ბურთი შეაგდო და ჯამში დუბლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101834