მადრიდიდ „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა. გადამწყვეტ მატჩში პარიზელებმა „ინტერი“ 5:0 დაამარცხეს.
„და ბოლოს, ეს მნიშვნელოვანი დღე დადგა. ტრიუმფი და თანაც კლუბის სტილში. ვულოცავ პსჟ-ს“, - დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
კილიან მბაპე პარიზელებში 2017 წლიდან 2024 წლამდე თამაშობდა „მონაკოდან“ გადასვლის შემდეგ. ამ პერიოდში ფეხბურთელმა პარიზული გუნდის შემადგენლობაში 308 მატჩი ჩაატარა, 256 ბურთი გაიტანა და 108 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში მბაპემ 15 ტიტული მოიგო: ექვსჯერ ჩემპიონი გადა, ორი ლიგის თასი, ოთხი ეროვნული თასი და სამი ეროვნული სუპერთასი მოიგო. 2020 წელს კილიანი პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც გუნდი „ბაიერნთან“ დამარცხდა (0:1).